კამერების მონტაჟი
კამერების მონტაჟი ოფისებსა და სახლებში, როგორც გარე ასევე შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ დაგეხმარებით კამერების არჩევასა და სტრატეგიულ ადგილებზე მონტაჟში
კამერების მონტაჟი
კამერების მონტაჟი ოფისებსა და სახლებში, როგორც გარე ასევე შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ დაგეხმარებით კამერების არჩევასა და სტრატეგიულ ადგილებზე მონტაჟში
ადგილზე გამოძახებით
100% გარანტიით
591 00 55 66
რომელი სახეობის კამერები უნდა დავამონტაჟოთ?
უსაფრთხოების კამერების სწორად შერჩევა თქვენი სახლისა ან კომერციული ფართისთვის შესაძლოა ძალიან მრავალფეროვან არჩევანთან იყოს დაკავშირებული,ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში, გირჩევთ და აგიხსნით რომელი კამერა რომელ ლოკაციაზე შეასრულებს თავის მოვალეობას საუკეთესოდ.
სად უნდა დაამონტაჟოთ უსაფრთხოების კამერები?
თქვენი უსაფრთხოების კამერების სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა არის უმთავრესი ფაქტორი თქვენი უსაქფრთხოების გეგმის სრულყოფილად განსახირციელებლად და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.ჩვენ გირჩევთ უსართხოების კამერების დამონტაჟებას ისეთ მაღალი რისკის შემცველ ლოკაციებზე (ადგილმდებარეობებზე) როგორიცაა:
შესასვლელი და გამოსასვლელი
თქვენი კომერციული ფართის შესასვლელსა და გამოსასვლელში კამერების მონტაჟი გააკონტროლებს არა მხოლოდ შემომსვლელებს არამედ მათი ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს.არსებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთ უმთავრესი ფაქტორი არის კამერის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზრვრა.
კამერა უნდა იყოს შემოსასვლელსა და გასასვლელთან ახლოს რაიმე სიმბოლოსა ან თვალში საცემ ნიშანთან სადაც ადამიანების ყურადღება არის მიმართული შესვლისას ან გასვლისას.ამ ფაქტორის გათვალისწინება უზრუნველყოფს ადამიანის სახის მთლიანი ფრაგმეტის ამოცნობის შესაძლებლობას.
სალაროები
საუკეთესო ადგილი კამერების დასამონტაჟებლად არის გაყიდვის წერტილებთან ანუ სალაროებთან, ეს დაეხმარება ქურდობის შემთხვევის აღკვეთასა და თავიდან აცილებაში როგორც მომხმარებელს ასევე მომსახურე პერსონალს.
კამერა არ უნდა იყოს 7 ნაბიჯის მანძილზე ზემოთ დამონტაჟებული, იმისათვის რომ გამოირიცხოს ადამიანის სხეულის მხოლოდ ზედა ნაწილის დაფიქსირება კადრში, კამერის ადგილმდებარეობა უნდა განისაზღვროს მომხმარებლის სავარაუდო დადგომის ადგილით ლოკაციაზე შემოსვლისას.
მისაღები
ზოგადად კომერციული ფართის თუ ნებისმიერი დაწესებულების მისაღები ყველაზე გადატვირთულ ადგილს წარმოადგენს სწორედ ამიტომ არის იდეალური ამ ადგილას კამერების დამონტაჟება.
ასეთ შემთხვევაში არსებობს კამერების შენიღბვის საშუალება რაიმე ჩარჩოთი,
საათით ან სულაც მოწევის ამკრძალავი აბრით ამ საშუალებამ შესაძლოა მეტად ეფექტური შედეგი იქონიოს, მაგრამ სანამ კამერის შენიღბვას გადაწყვეტთ დარწმუნდით რომ ასეთი ქმედება ნებადართული იყოს სახელმწიფო კანონმდებლობით.
საწყობები
არის თქვენი ძვირადღირებული საქონლის მარაგების საცავი სწორედ
ამიტომ მიიჩნევა ქურდობისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილმდებარეობად.
მესაკუთრეს უსაფრთხოების კარემერების დამონტაჟებით შეუძლია აღკვეთოს როგორც შიდა ასევე გარე ქურდობებით გამოწვეული დანაკარგი კამერების განლაგებით საჭიროების მიხედვით ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა განათების სრულყოფა ხარისხიანი ჩანაწერის უზრუნველყოფის მიზნით.
პერიფერიული ტერიტორია
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი კომერციული ფართის
გარე ტერიტორიაზე არ მოიპოვბეა რაიმე ფასეული, პერიფერიული უსაფრთხოების კამერები ხშირად ისეთივე ფასდაუდებელი ინფორმაციის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც შიდა კამერები.
პერიფერიული კამერები აკონტროლებენ პარკინგს, აფიქსირებენ ტერიტორიაზე შემოსული მანქანების სერიულ ნომრებს და აგრეთვე მძარცველის ვიზუალს შიდა კამერაში რაიმე მომენტის დაფიქსირების გაოტოვების შემთხვევაში.
ასეთი კამერები აგრეთვე უზრუნველყოფენ თანამშრომელთა უსაფრთხოებასა
და დაცულობას ღამით მუშაობის შემთხვევაში.
იზოლირებული ტერიტორია
თუ თქვენი კომერციული ფართი იზოლირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული უფრო მეტი რისკი არსებობს ამ გარემო ფაქტორით სარგებლობის და ქურდობის ორგანიზებისათვის.
ქურდობის კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული ადგილი არის სანაგვე ურნა, მომსახურე პერსონალმა ან მომხმარებელმა დაუბრკოლებლად შეიძლება ჩააგდოს სასურველი ნივთი იმ განზრახვით რომ ხელსაყრელ დროს უკან ამოიღოს ან თანამზრახველი დაიხმარიოს ხოლო კამერების მონტაჟი სრულიად გამორიცხავს ასეთი ინციდენტების ალბათობას.
როგორ მუშაობს ჩვენი სერვისი?