ელექტრონული ტექნიკა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, პერიოდულად შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს და თუ გაგვიმართლებს,შემდეგ კვლავინდებურად განაგრძობს მუშაობას.

გამონაკლისებს არც კომპიუტერები წარმოადგენენ, ისინიც სხვადასხვა მიზეზების გამო ფუჭდებიან.

თუ გქონიათ დეველოპერებთან ან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ცოტათი მაინც გარკვეულ ადამიანებთან შეხება, შესაძლოა გსმენიათ კიდეც სიტყვა „ბაგი“ – ანუ ხოჭო, რომლებსაც ისინი იმ შემთხვევაში ხმარობენ, თუ სხვადასხვა პროგრამულ ან სისტემურ ხარვეზს აღმოაჩენენ.
მაგრამ მაინც საიდან მოდის ტერმინი „ბაგი“?

ტერმინი სათავეს 1947 წლის შემდეგ იღებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც მეცნიერი გრეის ჰოპერი თავის კოლეგებთან ერთად მუშაობდა, კომპიუტერების გამოყენებისას ხარვეზებს აწყდებოდნენ, როდესაც ეს ხარვეზები უფრო გამძაფრდა, მათ კომპიუტერულ ინჟინრებთან ერთად გადაწყვიტეს პროცესორის დაშლა და იმის გაგება, თუ რაში იყო პრობლემა, როდესაც პროცესორი დაშალეს, აღმოაჩინეს, რომ შიგნით იყო მკვდარი ხოჭო, რომელიც ისეთ ადგილას იყო მოთავსებული, რომ აფერხებდა კომპიუტერის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

ამ ფაქტის დაფიქსირებისას გრეის ჰუპერმა ჩაწერა შემდეგი სიტყვები – „პირველი რეალური შემთხვევა, როდესაც „ბაგი“ იქნა აღმოჩენილი „ – (“First actual case of bug being found.”), რეალური შემთხვევა კი იმიტომ, რომ ამ ტერმინს გამომგონებელი ტომას ედისონი სამუშაო პროცესში ხარვეზების აღსაღნიშნავად ათწლეულებით ადრე მოიხმარდა.
Call Now Button