SEU
რეგისტრაცია
სახელი 
პაროლი 
 
"სეუს" შესახებ
სეუს შესახებ
     "სეუს" შესახებ

ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-“სეუ”,
დაარსდა 2001 წელს. უნივერსიტეტის დამფუძნებელია რექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი.

ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-“სეუ” აკრედიტებული სასწავლებელია. იგი მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიურ   ხარისხს ანიჭებს. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი კერძო სამართლის იურიდიული პირია. უნივერსიტეტის ძირითადი საქმიანობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება და შემოქმედებითი მუშაობის წარმართვაა.


საბაკალავრო პროგრამები: 


1. ტურიზმი;

 

2. მენეჯმენტი და ადმინისტრირება;

 

3. საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;

 

4. ფსიქოლოგია;

 

5. ინგლისური ენა და ლიტერატურა;

 

6. ჟურნალისტიკა.


 

 

 

 

სამაგისტრო პროგრამები:    

1. ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე;

2. რეფერირება და თარგმნა
(ინგლისური ენა).

 

 

უნივერსიტეტის მიზნებია:



• მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურება; 

• სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის უნივერსიტეტის ინტელექტუალური მიღწევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

• სწავლების თანამედროვე მიმართულებისა და ახალი დისციპლინების დანერგვა;


• საბაზრო ეკონომიკის ახალ ცვალებად გარემოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი სტუდენტების მომზადება. 


უნივერსიტეტი აკმაყოფილებს სწავლების ევროპულ სტანდარტებს


დღეისათვის უნივერსიტეტი ფლობს ყველა მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურსს, რაც ევროპული სტანდარტის სპეციალისტების მოსამზადებლად არის საჭირო.


უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია კაბინეტურ-ლაბორატორიული სისტემით, საგანმანათლებლო კომპიუტერული სერვის–ცენტრებით, ლინგოფონის კაბინეტით, ვიდეოთეკით, აუდიოთეკით, სასწავლო ტელე–რადიო სტუდიით, მდიდარი საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდით, სპორტული და საკონფერენციო დარბაზებითა და სტუდენტური კაფე–ბარით.


“სეუს“ ფარგლებში ტარდება ლოკალური და საერთაშორისო, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები. არსებობს უნივერსიტეტთან დაფუძნებული დიაგნოსტიკური ცენტრი, „სეუ კლინიკა, სადაც პრაქტიკას უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან. 



“სეუს“ სტუდენტები

    უნივერსიტეტში ამჟამადაც სწავლობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული მრავალი სპორტსმენი, მსოფლიოს, ევროპისა და ევრაზიის ოლიმპიური თამაშების მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი.


  “სეუ” სტუდენტები წარმატებით ასპარეზობენ ჭიდაობის შეჯიბრებზე.

უნივერსიტეტის მინი ფეხბურთის გუნდი, “სეუ”, “ბენდელას” თასის ორგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტია, ასევე
2010 წლის ბიზნესლიგის თასის მფლობელია.

2011 წელს „სეუ“-ში ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლისათვის მომზადდა სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერების ლაშა ონიანისა და პასკალ ჯორდანის თქმით, სარეპეტიციო ინფრასტრუქტურით საუკეთესოა საქართველოში და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნებში გასტროლების ორგანიზებაში ფესტიველებსა და კონცერტებზე. „სეუ“-ს მომღერლების გუნდს ცნობილი ლოტბარი ნუგზარ კუცხალია, მოცეკვავეებს კი ცნობილი ქორეოგრაფი ზაალ ჭუმბურიძე ხელმძღვანელობენ. 

ანსამბლის მიზანია იყოს საქართველოში საუკეთესო და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალებსა და კონკურსებში.


“სეუ” მრავალი ნიჭიერი სტუდენტი და კურსდამთავრებული სხვადასხვა სააგენტოს წარმატებული მოდელი, საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ გამართული სილამაზის კონკურსების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული „მისია“.

“სეუ
” სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა სატელევიზიო შემეცნებით-გასართობ პროგრამებში. “სტუდენტური პერსპექტივა” და “სტუდენტური დემოკრატია” ის სატელევიზიო პროექტებია, რომლებშიც “სეუ” სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.


„სეუ“ ზრუნავს საკუთარი სტუდენტების მომავალზე!

 

 
  კლინიკა  
   
   
  ფიტნესი  
   
   
  კლუბი  
   
   
Created by Happy
სეუ © 2009