fbpx
მსოფლიოს პირველი მექანიკური კომპიუტერი 1822 წელს შეიქმნა.
მისი შემქნელი გახლდათ ინგლისელი მათემატიკოსი ჩარლზ ბაბიჯი, რომელსაც დღეს კომპიუტერის მამად მოიხსენიებენ.
სამწუხაროდ კომპიუტერის მამად წოდებული მეცნიერი, საკუთარი იდეების განხორციელებას არ მოსწრებია.
მის მიერ დაგეგმარებული კომპიუტერი, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა უმცროსმა ვაჟმა, ჰენრი ბაბიჯმა აქცია რეალობად 1910 წელს.
მამა-შვილ ბაბიჯების ქმნილებას, კომპიუტერის დღევანდელ სახესთან ძალიან ცოტა რამ გააჩნია საერთო.
ვიზუალურადაც იმდენად განსხვავებული ფორმა და დიზაინი აქვს, ვერც კი მიხვდებით, რომ ეს კომპიუტერი იყო.

 

ვიზუალურად, დღევანდელ კომპიუტერთან საერთო ცოტა რამ ჰქონდა პირველ პროგრამულ კომპიუტერ Z1-საც, რომელსაც შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის 1936 -1938 წლებში, გერმანელმა მეცნიერმა კორნად ზუსმა საკუთარი მშობლების სასტუმრო ოთახში ააწყო და 1939 წლამდე კორნარდის მეცნიერული საქმიანობის სპონსორები მისი მშობლები იყვნენ.

Z1 საზოგადოებას წარუდგინეს 1941 წელს და Z სერიის კომპიუტერები ითვლებიან თანამედროვე კომპიუტერების წინაპრებად.მათი ერთ-ერთი პირველი ნიმუშები, კერძოდ Z3 და Z4 შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის მუზეუმში, რომელიც ქალაქ მიუნჰენში მდებარეობს. თავად Z1 კი ბერლინში, გერმანიის ტექნიკურ მუზეუმში ინახება.მოხმარებლის საგნად კომპიუტერი მეოცე საუკუნის სამოციან წლებში იქცა, როდესაც 1964 წელს, ნიუ-იორკში პირველად დაიწყო კომპიუტერების გაყიდვა.ეს გახლდათ OLIVETTI -ს ფირმის კომპიუტერი სახელწოდებით „Programa 101”, რომელთა ფასიც 3,200 აშშ დოლარი იყო. (ფინანსურ პარალელებს თუ გავავლებთ მაშინდელი 3,200 აშშ დოლარი დღეს 24,500 აშშ დოლარის ტოლფასია)

Programa 101 -ს შეეძლო მათემატიკური და მარტივი ფინანსური ოპერაციების ჩატარება. მას არ ჰქონდა ეკრანი და მონაცემებს მონიტორის ნაცვლად ფურცელზე ბეჭდავდა.Programa 101 -ის უნიკალურობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მისი მოხმარებისთვის არ იყო აუცილებელი კომპიუტერული განათლება და მისით სარგებლობა გახლდათ მარტივი.Programa 101 არაჩვეულებრივად ართმევდა თავს საკუთარ მოვალეობებს და მისი მფლობელები სპეციალისტებს მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ თუ საჭირო იყო

პირველი, ნამდვილი, პორტატული კომპიუტერი კი გახლდათ 1981 წელს, ადამ ოსბორნის მიერ შექმნილი Osborne I. ის 10,7 კილოგრამს იწონიდა, ჰქონდა 5 ინჩიანი ეკრანი, 64 კილობაიტი მეხსიერება, CO/M 2.2 საოპერაციო სისტემა და ღირდა 1,795 აშშ დოლარი.ვიზუალური პარამეტრების მიხედვით, Osborne I ყველაზე მეტად ჰგავს თანამედროვე კომპიუტერის წინაპარს.
მართალია მისი საშუალებით ვერც ფეისბუქზე შეხვიდოდით, ვერც ფილმს ნახავდით და არც სჭირდებოდა, მაგრამ Osborne I მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ კომპიუტერად, რომელმაც უბრალო ადამიანებსაც გაუწია.

Pin It on Pinterest